დავით ნარმანიამ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უჩივლა

დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანს, გიორგი გაბუნიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა.
დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ გიორგი გაბუნიამ ქარტიის პრინციპები დაარღვია და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
საჩივარი ეხება 12 თებერვალს, გადაცემა P.S-ის იმ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე.
დედაქალაქის მერის აზრით, მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე, მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს, გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც ის დავით ნარმანიას წარმოშობაზე საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები