მეუფე პეტრეს დაკითხვა დასრულდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს დაკითხვა მთავარი პროკურატურაში დასრულდა. დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, მთავარი პროკურატურა მის მიერ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესდა.
”პროკურატურას აინტერესებდა დეტალები ჩემს მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ. კარგი იქნებოდა, რომ ჩემამდე უფრო დიდი განცხადებების გამკეთებლები დაეკითხათ, რომლებსაც მე ფარისევლებს ვეძახი. ვგულისხმობ ქვეყნის პირველ პირებსაც, რომელთა განცხადებებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ასევე კარგი იქნება, თუკი ცილისწამება აღიქმება დანაშაულად და ამაზეც აგებენ სხვადასხვა განცხადების ავტორები პასუხს”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები