საბადრაგო სამსახურმა პროცესზე სხვა პატიმარი მიიყვანა

საბადრაგო სამსახურმა თბილისიდან სიღნაღში პროცესზე სხვა დაკავებული ჩაიყვანა. ამის შესახებ თავდაპირველად, “ქრონიკას” ბრალდებულის ადვოკატმა უთხრა.
“პროცესი, რომელიც დღეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო. მიზეზი კომიკურია. აღმოჩნდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი ერთი და იგივე სახელით და გვარით ირიცხება, რის გამოც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაცვლად, პროცესზე ჩემთვის უცნობი ბრალდებული მოიყვანეს”, – განუცხადა ,,ქრონიკას” ბრალდებულის ადვოკატმა, ზურაბ ბეგიაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, სასამართლომ პენიტენციური დეპარტამენტის კანცელარიაში პატიმრის გადაყვანაზე განცხადება მისი პირადი ნომრის მითითების გარეშე გააგზავნა. ერთ რეგიონში მცხოვრები, ერთი და იგივე სახელისა და გვარის პატიმრიდან, სიღნაღში ერთ-ერთი ჩაიყვანეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტს სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს.
სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაკავებული პირის ბრალეულობაზე უნდა ემსჯელა. საქმე ეხება სიღნაღში ტურისტის გაუპატიურებას, რის გამოც სამართალდამცველებმა ამ ბრალდებით ერთი პირი – დ.კ. რამდენი თვის წინ დააკავეს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები