სამართალდამცველებმა ტყის მცველის განზრახ მკვლელობის პრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს თანამშრომლებმა, კასპის რაიონის, სოფელ ხოვლის ტყის მცველის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება თავდაპირველად, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის დაკავების შემდეგ, გადაკვალიფიცირდა და ამჟამად სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაული მეზობელი სოფლის მკვიდრმა ჩაიდინა. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილს ორდღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში მიაგნეს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ტყის მცველი, 1969 წელს დაბადებული კ.ყ.-ს გვამი 26 თებერვალს იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კ.ყ. ტყის მცველი იყო და ის სახლიდან მიმდინარე წლის 25 თებერვალს გავიდა. მეორე დილით ნაპოვნი იქნა კ.ყ.-ს კუთვნილი ცხენი. თავად ტყის მცველთან კი შიდა ქართლის სატყეო-სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავშირება ვერ შეძლეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. გარდაცვლილს დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება.
გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

666
333
55

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები