მეუფე პეტრე პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა

მეუფე პეტრე პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, განაცხადა, მზად არის ნებისმიერ წინააღმდეგობას და განსაცდელს ღირსეულად შეხვდეს.
„რაც საჯარო განცხადებები გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ, პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემ მიმართ. მე არ ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ მიჩნდება ერთი ძალიან საინტერესო ეჭვი – კურიოზულ შემთხვევას შეიძლება წავაწყდეთ, რომ საბოლოოდ, ყველა ბრალდებებიდან გამომდინარე, მამა გიორგი მამალაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს გაუთქმელობის დარღვევით“ , – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე არ ფიქრობს, რომ ის მთავარ პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების გამო დაიბარეს.
”არა მგონია, დეკანოზის ჩვენებიდან გამომდინარე იყოს. წუხელ გვიან დამთავრდა დაკითხვა, მე როგორც ვიცი და არ მგონია”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები