დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა. დაკითხვის პროცესს ბრალდებულის სამივე ადვოკატი ესწრება. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში იმყოფებიან პროკურორი ჯარჯი წიკლაური და გამომძიებლები. როგორც პროკურორი აღნიშნავს, დაკითხვა გუშინ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. წიკლაური იმედოვნებს, რომ დღესაც ასე გაგრძელდება.
„გვქონდა მიზანი, დაგვეკითხა ბრალდებული. რამდენჯერმე შევთავაზეთ, მოეცა ჩვენება, თუმცა კარგია, რომ ახლა მაინც მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. ჩვენ არაერთი შეკითხვა გვაქვს დასასმელი და იმედია, ამომწურავ პასუხებს მივიღებთ მისგან. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როდესაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება ბრალდებულისგან, გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს ამ ჩვენების ირგვლივ. ყველა შეკითხვა დაისმება, რაც გვაქვს, ხოლო რაზე გვიპასუხებს და რას გვიპასუხებს, ამაზე უკვე დამატებით ვისაუბრებთ“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
გუშინ დაკავებული დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხეში გამოძიების კითხვებს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა. ადვოკატების თქმით, დეკანოზმა სამართალდამცველებს ამომწურავი პასუხები გასცა, როგორც ციანიდის საქმეზე, ასევე იარაღთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები