ემზარ ჯგერენაია: კარგია, რომ ეროვნულ ბანკს არ მოშორდა საფინანსო სექტორი

2008 წლის საფინანსო კრიზისის შემდეგ, მსოფლიო ტენდენცია ბანკიდან საფინანსო სექტორის გამოყოფისა უკან შეტრიალდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა, ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა.
ჯგერენაია დადებით ფაქტორად თვლის, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს დაექვემდებარა.
„მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში ბანკი და ზედამხედველობა ერთიანი ორგანიზმი გახდა, რაც არის სასარგებლო პროცესი და მთლიანობაში, იქმნება მძლავრი რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სიმყარეს. კარგია, რომ ეროვნულ ბანკს არ მოშორდა საფინანსო სექტორი“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები