დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება

ე.წ. მატროსოვის ციხეში ცოტა ხნის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი შევიდა. ის დაცვის ქვეშ მყოფს მოინახულებს. როგორც ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, დაკავებულმა გუშინდელი დაკითხვისას საკმაოდ ბევრ დეტალზე ისაუბრა, თუმცა რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება მიღებული.
ადვოკატი ე.წ. ციანიდს საქმესთან დაკავშირებით სხვა პირების დაკითხვასაც არ გამორიცხავს.
გუშინ დაკავებული დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხეში, გამოძიების კითხვებს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა. ადვოკატების თქმით, დეკანოზმა სამართალდამცველებს ამომწურავი პასუხები გასცა, როგორც ციანიდის საქმეზე, ასევე იარაღთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები