ადვოკატი: გიორგი მამალაძის ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლის

„გიორგი მამალაძის ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლის“, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი ფანცულაიამ დაკითხვის დეტალები არ გაახმაურა და ზოგადად ისაუბრა.
“ამ ეტაპზე, ჩვენების მიცემა ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და დაცვის მხარეს რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა – რომ მას გაეჟღერებინა ინფორმაცია – ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ გიორგი მამალაძის მიერ მისაცემი ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლიდა. დღევანდელი დაკითხვის მიმდინარეობის დროს, იგივე აზრზე ვრჩები. მე ვფიქრობ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებით, ბრალის შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს. მათ შორის, დიდი ალბათობით, საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი, თუმცა იმას ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, თუმცა რა ფორმით იყო დასმული, ამას ვერ დავაკონკრეტებ”, – განაცხადა ფანცულაიამ.
ე.წ. მატროსოვის ციხეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 11:00 საათზე დაიწყო. 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ერთი საათით შესვენება გამოცხადდა. ამ დროისთვის კი დაკითხვის პროცესი ისევ განახლდა. კანონის თანახმად, დაკითხვა 8 საათზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები