გიორგი გოგაძე ე.წ ციანიდის საქმეზე: გამოძიების პროცესში ვერავის დაკავებას ვერ გამოვრიცხავ

“გამოძიების პროცესში ვერავის დაკავებას ვერ გამოვრიცხავ”, – ასე უპასუხა მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რამდენად მოსალოდნელია პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკავება.
გოგაძის თქმით, ის აღნიშნულ განმარტებას აკეთებს ზოგადად და არა კონკრეტულად სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით. როგორც პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, „სოსო ოხანაშვილი, გამოძიების ფარგლებში, ერთხელ უკვე დაიკითხა. ის არ გამორიცხავს, რომ ეს კიდევ გახდეს საჭირო.
„სოსო ოხანაშვილი, გამოძიების ფარგლებში, ერთხელ უკვე დაიკითხა. შესაძლოა, ეს კიდევ გახდეს საჭირო. თუკი ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გოგაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილე ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებებსაც გამოეხმაურა. გოგაძის შეფასებით, ომბუდსმენის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ცალმხრივია, რადგან მას პროკურატურისათვის არ მიუმართავს და პროკურატურისგან ინფორმაცია არ გამოუთხოვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები