ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დაიწყო. ე. წ. მატროსოვის ციხეში საქმის პროკურორები და მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვას რამდენიმე დღეა ითხოვს. 24 თებერვალს გამომძიებლებმა მას ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აუღეს, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო მამა გიორგის დაკითხვა,
24 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისგან განსხვავებით, დღევანდელ პროცედურებს პროკურორების სხვა ჯგუფი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის ხელმძღვანელობით ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები