“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ მოსვლა და იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მიგება თითოეული ქართველის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდის ვალია, რადგან, ჩვენმა თანატოლებმა ამ დღეს თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობას“, – განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბექა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები