ლევან იზორია: მუდმივი კომუნიკაციაა კონგოს მთავრობასთან, რათა გვქონდეს ჩვენი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია

„მთავრობის მხრიდან მუდმივი კომუნიკაცია არის კონგოს მთავრობასთან, რათა გვქონდეს მეტი ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის შესახებ”, – ეს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ განაცხადა. თუმცა ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად მოლაპარაკებაში ჩართული არ არის.
“ყველანაირად არის მზაობა მთავრობის მხრიდან, იყოს მუდმივი კომუნიკაცია კონგოს მთავრობასთან, რათა გვქონდეს მეტი ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის შესახებ, რათა მაქსიმალურად შევძლოთ მისი უფლებების დაცვა”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
2017 წლის 27 იანვარს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად მეამბოხეების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში. თავის მხრივ, მეამბოხეების მიერ დატყვევებული ქართველი მფრინავის თანასოფლელები აცხადებენ, რომ ლევან ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ, ამბოხებულები მილიონ დოლარს ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები