კლინიკა “უნიქალ მედიში“ 18 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა “უნიქალ მედიში“ 18 წლის გოგო გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა დღეს კვლავ დამძიმდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ. როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა, შოთა მარუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “უნიქალ მედის“ ექიმებმა პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.
“ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად. მეტს ვერაფერს გეტყვით, დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა მარუაშვილმა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები