რიმა ბერაძემ ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკური წარსული შეახსენა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მის ყოფილ თანაგუნდელს, ფორუმის წევრს შორენა ბუხრაშვილს ზვიად ნაზღაიძისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების თემაზე მის მიერ გაკეთებული კომენტარები შეახსენა.
„თქვენ ნაზღაიძის თემაზე კომენტირებისას მედიასთან განაცხადეთ, რომ „ქართული ოცნება” თურმე პოლიტიკურ ევთანაზიაში იმყოფება. იქნებ დაფიქრებულიყავით, თავად ხომ არ ხართ ამ მდგომარეობაში, მით უფრო თუ გაიხსენებთ, რომ 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების” გარეშე მხოლოდ 267 ხმა აიღეთ”, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.
მანვე, ხათუნა სამნიძეს „ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნება მიულოცა და ასევე თამარ კორძაიას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„უხერხულ მდგომარეობაში მაშინ თუ იყავით, როცა „ქართული ოცნების” წარმომადგენელი შევიდა პარლამენტში და მე და ჩემს თანაგუნდელებს 32 დღის განმავლობაში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ნაძალადევის მოსახლეობას თქვენთვის ნდობა გამოეცხადებინა.
მე დღეს ამისთვის მინდა ბოდიში მოვუხადო ნაძალადევის მოსახლეობას”,- განაცხადა რიმა ბერაძემ რიგგარეშე სხდომაზე საკითხის განხილვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები