რიმა ბერაძე: სირცხვილია ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან სტიქიით დაზარალებულებით პოლიტიკური სპეკულაცია

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან, სტიქიით დაზარალებულებით პოლიტიკური სპეკულაცია სირცხვილია.
„13 ივნისს, სტიქიით დაზარალებული ჩოხელისთვის კანონიერი კომპენსაციის გადაცემას ოპოზიცია ურცხვად იყენებს თავის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად. მათი რიტორიკა ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელია. ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა თავადაც კარგად იციან, რომ გადაწყვეტილება კანონიერია და ეს კომპენსაცია მიიღო დაზარალებულმა ჩოხელმა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მათი მიზანია თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და პოლიტიკური შოუების მოწყობა“, – განაცხადა ბერაძემ.
როგორც რიმა ბერაძე აღნიშნავს, ოპოზიციონერი კოლეგები მოსახლეობას ცილისმწამებლურ ინფორმაციებს აწვდიან.
„ჩვენ თავად გაგვაჩნია კითხვები ოპოზიციონერი კოლეგების უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურ განცხადებებზე. ათასგვარ ცილისწამებას აწვდიან მოსახლეობას, რომ თითქოს მერიამ შეგვიყვანა შეცდომაში, რომ ვართ გაუგებრობაში, თურმე საკრებულოს უმრავლესობა ჩართულია კორუფციულ გარიგებებში და ა.შ. მე მოვითხოვ ოპოზიციონერი კოლეგებისგან, პირველ რიგში, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან, დაასახელონ კონკრეტული სახელი და გვარი უმრავლესობიდან ვის მიიჩნევენ კორუმპირებულად და ვიდრე არ დაასახელებენ, არ უნდა დადგეს საკითხის განხილვა დღის წესრიგში“, აღნიშნავს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები