გამომძიებლები ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულს 16:00 საათზე ექსპერტიზის ნიმუშებს აუღებენ

მთავარი პროკურატურის გამომძიებლები ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულს 15:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათზე ექსპერტიზის ნიმუშებს აუღებენ. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებლების თხოვნით, ე.წ. მატროსოვის ციხეში ერთ საათში მივლენ და დეკანოზის ექსპერტიზის ნიმუშებს აიღებენ. მისივე თქმით, გამომძიებლები სამი ტიპის ექსპერტიზას ჩაატარებენ და მამა გიორგი მამალაძის დე-ენ-ემ-ს, ხმასა და კალიგრაფიას შეამოწმებენ.
ე.წ. მატროსოვის ციხე სამივე ადვოკატმა დატოვა. მათი განცხადებით, ექსპერტიზის ნიმუშების აღების შემდეგ, შესაძლოა, დეკანოზი დაკითხონ. გიორგი ფანცულაიას თქმით,თუ პროკურატურა გადაწყვეტს, მამა გიორგი მამალაძე მზადაა, საგამოძიებო უწყებას ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი ჩვენება მისცეს. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, დაკითხვა დღეს თუ დაიწყება, ბევრი დრო დასჭირდება და დღესვე ვერ დასრულდება.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზის ექსპერტიზის ნიმუშების აღებას სამივე ადვოკატი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები