40 დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული მონადირე გარდაცვლილი იპოვეს

40-დღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მონადირე, 53 წლის ჯემალ მორჩილაძე გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა მონადირემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ჭაობის ნაპირზე შენიშნა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო.
ოჯახის ინფორმაციით, ჯემალ მორჩილაძე სანადიროდ მარტო იყო წასული. ცხედარს წუხელ ბათუმში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი ჯემალ მორჩილაძეა. მას დღეს, ქობულეთში საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები