23 თებერვალი
10:00
სასტუმროში, „ჰოლიდეი ინნ“-ში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართება, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი – 558 24 07 70
11:00
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში პრესისთვის ბრიფინგი გაიმართება. ოფისის წარმომადგენლები მიმოიხილავენ ნატოს 2017 წლის დღის წესრიგს და მის გავლენას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. მისიის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ უპასუხებს მედიის შეკითხვებს.
მის: წინამძღვრიშვილის ქ. #162
11:00
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნება. ღონისძიებას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრებიან.
მის.: ქავთარაძის ქ. #21ა
საკონტაქტო პირი ანუკა წიკლაური – 599 296 050
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მიმდინარე საკითხები.
11:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის.
მის: მინდელის ქ. N9
საკონტაქო პირი თეიკო ანჯაფარიძე – 577 500 935
11:00
კონსტანტინე გამსახურდია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიგრაცია, არსებული მავნებელი და მოსალოდნელი საშიშროება.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
11:30
„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რა ტიპის ქართულ-ამერიკული ექსპერიმენტები მიმდინარეობს კავკასიაში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
11:30
საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ფემინისტურ მოძრაობასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ანა ლომაშვილის გაურკვეველი გარდაცვალება.
მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე – 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის კონკურსის მონაწილე, ჟურნალისტთა კავშირ „სხივის“ პრეზიდენტი თამაზ ბიბილური ბრიფინგს გამართავს.
თემა: „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მონიტორინგის ჩატარება.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2
12:00
სასტუმრო ”თბილისი რუმსში”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC) პროექტის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
თემა: ”ფერმერთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები და მათი შესაბამისობა DCFTA-ს მოთხოვნებთან”; ”შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი შესრულების მდგომარეობა საქართველოში”.
12:00
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პროცესებს შეაფასებს. ისაუბრებს საპატრიარქოს ირგვლვ მიმდინარე პროცესებზეც.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ბრიფინგს გამართავს.
12:30
საზოგადოებრივი პრესცენტრის სტუმარი პარტია “თავისუფალი საქართველოს“ წევრი თენგიზ ჯგუშია იქნება.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს.
13:00
საზოგადოებრივი პრესცენტრის სტუმარი “დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულდანი იქნება.
13:30
საზოგადოებრივი პრესცენტრის სტუმარი „ქრისტიან-კონსერვატიული“ პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია იქნება.
14:00
საზოგადოებრივი პრესცენტრის სტუმარი სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრი პაატა მანჯგალაძე იქნება.
15:00
საქართველოში უკრაინის საელჩოში ახლად დანიშნული ელჩის, იგორ დოლგოვის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #76 გ
17:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილსერვისიდან” გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი გაიმართება.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 12-კმ N6
საკონტაქტო ტელ: 599 299 338
19:00
რონდელის ფონდში დისკუსია გაიმართება.
თემა: „რუსული ინფორმაციული და კიბერ ომი: აშშ-ის არჩევნები და მომავლის გამოწვევები”. მოხსენებით წარდგებიან ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი, ნიუ-იორკის იუთიკა კოლეჯის ასოცირებული პროფესორი ხათუნა მშვიდობაძე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.
ღონისძიებას დაესწრებიან ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მის.: შიო ჩიტაძის ქ.#3ა
საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი – 599 17 00 13
19:30
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში ”მუზა” (კუს ტბის გზის დასაწყისი) „ოქროს საჭის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.