„300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელი დაჭრეს – ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

მეტრო ”300 არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 25 წლის მამაკაცი დააკავა.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთ ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს – უბნის ინსპექტორ გამომძიებელს – ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ ადგილზე დააკავა 1992 წელს დაბადებული შ.თ.”- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები