საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილს ე.წ ციანიდის საქმეზე დაკითხავენ

პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს პროკურატურა საპატრიარქოში დაკითხავს. გამომძიებლები უკვე საპატრიარქოში იმყოფებიან. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფრონტნიუსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შორენა თეთრუაშვილი ჩვენებას ე.წ. ციანიდის საქმეზე მისცემს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები