ხანძრით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ანგარიში გაიხსნა

“ბავშვთა სამყარო“-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად, ს.ს. “სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს” ხელმძღვანელობის ინიციატივით, სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ საქველმოქმედო ანგარიში გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხა ჩარიცხოს.
შეგროვილ რესურსს, ფონდის მესვეურები, “ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ.
მოვაჭრეებისთვის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:
ს.ს. ,,თიბისი ბანკი” GE48TB7503936020100002
ს.ს. ,,ვითიბი ბანკი” GE42VT6600030033003602
ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო” GE02HB0000000000593608
მიმღები – ააიპ სავაჭრო – კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.
საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან ,,მაგთის”, ,,ჯეოსელის” და ,,ბილაინის” აბონენტებს, შემდეგ ნომერზე 0 901 901 959.
ზარის ღირებულება 1 ლარია.
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც “ბავშვთა სამყაროს” სავაჭრო ცენტრში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები