მსახიობ გურამ ჯაშს თავს დაესხნენ – ” მას თავის ქალაზე ოპერაცია დასჭირდა”

მსახიობი გურამ ჯაში დააყაჩაღეს, შედეგად თავის ქალის ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.
ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მსახიობმა გია როინიშვილმა დაწერა.
როგორც “კვირას“ როინიშვილმა განუცხადა, შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა დეტალურად აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„მეც ახლა მითხრეს და მივდივარ საავადმყოფოში. ყველაფერს გავიგებ. ვიცი, რომ გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი და ტრეპანაცია დასჭირდა“, – განაცხადა როინიშვილმა.
გურამ ჯაში ამ დროისთვის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები