მამუკა მდინარაძე: სასამართლო საზოგადოებას ობიექტურობაში დაარწმუნებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, სასამართლო, პროკურატურა და სხვა ინსტიტუტები საზოგადოებას ობიექტურობაში დაარწმუნებენ, რადგან ეს მათი ვალდებულებაა.
“ვფიქრობ, რომ სასამართლოც, პროკურატურაც და ინსტიტუტები თავის სიტყვას იტყვიან, ობიექტურობაში დაარწმუნებენ საზოგადოებას, ეს არის მათი პოზიტიური ვალდებულება, რა თმა უნდა, იმ საქმეებზე, რაზეც ვისაუბრეთ ამ ინსტიტუტების პოზიტიური ვალდებულებაა, რომ გასცეს ყველა კითხვაზე პასუხი, რაც არსებობს და დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც, სასამართლოც ამაზე ადეკვატურ, სწორ პასუხს გასცემენ თავიანთ გადაწყვეტილებაში“, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს.
“რაც შეეხება დღევანდელ განცხადებებს, პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც იქნა ნახსენები. არ მინდა ხოლმე გამოვეხმაურო ამ ამბებს, მაგრამ იძულებული ვხდები ხოლმე. თქვენ, ბატონებო, 9 წლის გახსენებაზე ხან გეღიმებათ, ხან უხერხულად იშმუშნებით, ეს ბუნებრივი რეაქციებია. მაგრამ, ამას ვერ დაივიწყებს ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ და სამწუხაროდ, ამავდროულად”.
მან ასევე კომენტარი გააკეთა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებაზე.
“რაც შეეხება შოთაძის განცხადებას, მე მინდა, გაგახსენოთ,  მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მოქალაქის ინფორმაციით იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ამის შემდეგ, მანვე განაცხადა, რომ დააკავეს პიროვნება, რომელსაც ბრალი ედება ერთ-ერთი პირის მკვლელობის მომზადებაში. ამის გადახვევა ჩვენ შეგვიძლია, თქვენ არ გაწყობთ, რადგან, წინა დღიდან მოყოლებული, პიარკამპანია იყო აგებული და ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი. სამწუხაროა, რომ ამაში გაებნენ ამ პიარკამპანიის, ამ ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ სხვა პირებიც და სამწუხაროა, ეს იყო სასულიერო პირთა მხრიდანაც. თუმცა, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ და შევუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებებს, რაც გაახმოვანეს. გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ გამოძიებას – საპატრიარქოს განცხადება, რომელიც გაახმოვანა პრესსპიკერმა. ჩვენ დიდი სიფრთხილით მართლაც ძალიან სენსიტიურ საკითხს ვუდგებით და ეს ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენს განცხადებებში არ ჩანს და ამ ყველაფრის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება”, – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში აღარ განმეორდება ის, რომ რომელი საქმეც არ იქნება მოსაწონი, საგანგებო პროკურორები დაინიშნოს ამ საქმეებზე და “ნაციონალური მოძრაობის” შეფასებით, მხოლოდ მათი წარმომადგენლები აღმოჩნდნენ პოლიტპატიმრებად.
“რატომ ხდება ისე, რომ თქვენი შეფასებით, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აღმოჩნდნენ პოლიტპატიმრებად, ნაწილი გამართლდა ნაწილმა ამ სასამართლოში ჰპოვა სიმართლე და რადგან მტკიცებულებები იყო ნაკლები, ასე ვთქვათ, სხვას ვერაფერს ვერ დავაბრალებ, ისინი გამართლებულები იქნენ და ხომ არ არის ეს თავისუფალი სასამართლოს ერთ-ერთი თვისება? რატომ ხდება, რომ მხოლოდ ერთადერთ საქმეზე მიდის პრეტენზიები ტენდენციურობაზე და სხვა ქონებრივ დავებზე ასეთი პრეტენზიები არ არის 5 წლის განმავლობაში .დასკვნას აკეთებს ბატონი კახიძე იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი მკვლელობა არ მზადდებოდა. ისევ იმ თემას დავუბრუნდები, პროკურორის გადადგომას ითხოვს და ითხოვს საგანგებო პროკურორის დანიშვნას. ხომ არ გავაკეთოთ ასე დღეიდან, რა თქმა უნდა, ეს ირონიით, უკაცრავად ამისთვის, რომელი საქმეც არ მოგეწონებათ, საგანგებო პროკურორები დავნიშნოთ ამ საქმეებზე, ან რომელ საქმეშიც თქვენთვის სასარგებლო გარკვეული ნიუანსები არ აღმოჩნდება, ასე დავადასტუროთ, რადგან კახიძე იტყვის, რომ ეს არის ასე და საგანგებო პროკურორი დავნიშნოთ, რომელიც სათქვენოდ გამოიძიებს ამა თუ იმ საქმეს. საქართველოში ეს აღარ განმეორდება”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები