“საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან ახალ ეტაპზე გადადის”

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი საერთაშორისო კუთხით საქართველოსთან დამოკიდებულებაში ორ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს.
“მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საერთაშორისო კუთხით საქართველოსთან დამოკიდებულებაში და კერძოდ, ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ევროპარლამენტში და რომელიც შეიძლება ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნებით და საკითხებით იქნა გამორჩეული. კერძოდ, რეზოლუცია, რომელიც იქნა მიღებული. რომელსაც სამწუხაროდ ჩვენმა ოპონენტებმა მხარი ვერ დაუჭირეს თუ არ დაუჭირეს, მიუხედავად იმასა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე იყო იქ გამახვილებული ყურადღება. მინდა თქვენი და საზოგადოების ყურადღება გავამახვილო, თუ რას ვერ დაუჭირა მხარი ჩვენმა ოპონენტებმა. ეს არის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის, ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის, რომელიც ცალსახად აღიარებს წარმატებას საქართველოსი როგორც დემოკრატიული, ისე პოლიტიკური განვითარების კუთხით და წარმოაჩენს ჩვენ ქვეყანას, როგორც ერთ-ერთ სამაგალითოს. ასევე. ჩვენმა ოპონენტებმა ვერ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელშიც დაგმობილი იყო ევროკავშირის ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ. ასევე დაგმობილი იყო ის რეფერენდუმი, რომელიც არის დაგეგემილი სამაჩაბლოს რეგიონში სახელთან დაკავშირებით. ასევე, ამ დოკუმენტში საუბარი იყო, რომ უკვე მარტის თვიდან უნდა ამოქმედდეს და ამას ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა პოლიტიკური ჯგუფი, “სახალხო პარტია” იქნება ეს თუ “კონსერვატორების”, “სოციალისტების” თუ “დემოკრატების” ყველა უჭერს მხარს, რომ მარტში ამოქმედდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ასევე ამ რეზოლუცია ვერ დაუჭირეს მხარი ჩვენმა ოპონენტებმა. რას ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ასეთი დამოკიდებულება საქართველოსადმი ევროკავშირის მხრიდან? ეს ნიშნავს უკეთესი ცხოვრების პირობები, იმიტომ რომ ევროპული სტანდარტებისკენ სვლა არის ამ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციიდან გამომდინარე განსაზღვრული. ასევე ეს არის, უფრო მეტად სოციალურად დაცული საზოგადოება, უფრო მეტი ინვესტიციები და უფრო მეტი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატი საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალ, გაცილებით მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.
“ხაზგასასმელია საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეხვედრები შედგა 30-ზე მეტ მაღალი რანგის პოლიტიკოსთან, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესისა და სენატრის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან. აქაც ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას აქვს ორპარტიული მხადაჭერა, რომელიც ცალსახად აღიარებს ერთი პარტიაც და მეორე, როგორც “დემოკრატები” ასევე “რესპუბლიკელები” და კიდევ უფრო მეტიც, ამ პარტიებში შემავალი სხვადასხვა ფრაქციებიც კი აღიარებენ იმ წარმატებას, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, რომ ეს არის სამაგალითო ქვეყანა ძალიან ბევრი კომპონენტით, და რომ ამ მაგალითზე შეიძლება ძალიან ბევრი ქვეყნისთვის გარკვეული რეფორმების განხორციელებაც კი იყოს მიზანშეწონილი. ამ ვიზიტმა აჩვენა და დაადასტურა ისიც, რომ არა თუ შენელებულია საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ ის გადადის ახალ ეტაპზე. ეს ახალი ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ინტენსიური კავშირები მიმდინარეობს თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან და ამის ძალიან ბევრი დასტური იყო თვითონ ეს ვიზიტი და ამ ვიზიტის განმავლობაში მე მგონი ეს”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
წყარო :www.pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები