უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში ნაციონალისტური მოძრაობების აქცია მიმდინარეობს.
მსვლელობა, რომელშიც 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მაიდანზე მომხდარი მოვლენების მესამე წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
აქციის მონაწილეები მინსკის შეთანხმებებს აპროტესტებენ და მათ მოღალატეობრივს უწოდებენ, ასევე ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების დაუშვებლობაზე საუბრობენ და აგრესორთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას მოითხოვენ.
„იანუკოვიჩის გაქცევიდან სამი წლის შემდეგ მაიდანის მოთხოვნებია რ შესრულებულა. ქვეყანაში არ მომხდარა ლუსტრაცია, მკვლელები არ დასჯილან, ასევე არ მომხდარა დეოლიგარქიზაცია და გრძელდება მოღალატეობრივი საგარეო პოლიტიკა და ოკუპანტებთან ვაჭრობა“ – განაცხადა უმაღლესი რადის წევრმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანდრე ილიენკომ.
მისი თქმით, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ის „ბარდაგში“ და არეულობაში არ გადაიზრდება.