“ჰიგიენას” ხელმძღვანელმა პირებმა ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის განკუთვნილი თანახა მიითვისეს – საგამოძიებო სამსახურის განცხადება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს-ს, „ჰიგიენას“ ხელმძღვანელი პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, რაც  ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გურიისა და აჭარის სამმართველომ, 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
გამოძიების ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დგინდება, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას. საგამოძიებო სამსახური ახორციელებს ყველა გადაუდებელ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს, რათა სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და მოხდეს დანაშაულის ჩამდენი პირების მხილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„კვირას“ ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე მიმალვაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები