ბათუმში ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში” მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც, გაუფრთხილებლობით, გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები