მთავრობის წევრებმა და მთავარმა პროკურორმა საპატრიარქო დატოვეს

 საქართველოს საპატრიარქო მთავრობის წევრებმა და მთავარმა პროკურორმა უკვე დატოვეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერებმა კახა კალაძემ და ალექსანდრე ჯეჯელავამ, ასევე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
საპატრიარქო ჯერჯერობით არ დაუტოვებიათ ე. წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ირმა ჭკადუას და ჩაფიძის კლინიკის დირექტორ გულიკო ჩაფიძეს.
საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და წმინდა სინოდის წევრების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები