მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საპატრიარქოში შეხვედრაზე მივიდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, საპატრიარქოში პატრიარქთან და სასულიერო პირებთან შეხვედრაზე მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საპატრიარქოში იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერები კახა კალაძე და ალექსანდრე ჯეჯელავა. შეხვედრამდე პრემიერს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე და ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული.
აღნიშნულ თემაზე დღეს საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები