მაია რჩეულიშვილს შესაძლოა, ქონება ჩამოერთვას

მაია რჩეულიშვილს შესაძლოა, ქონება ჩამოერთვას. ამის მიზეზი, პროკურორის განცხადებით, ისაა, რომ მან გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია. საუბარია 250 000 ლარზე, რომელიც ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული. ბრალმდებლის თქმით, რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია, ახალი დანაშაული ჩაიდინა, მაშინ, როდესაც აღმკვეთი ღონისძიების სახით, ერთ-ერთ ეპიზოდზე, პატიმრობის ნაცვლად, გირაოთი გათავისუფლდა. მოსამართლე ქონების ჩამორთმევის შესახებ 23 თებერვალს იმსჯელებს.
ახალი ბრალი პროკურატურამ რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ წაუყენა. გამოძიება მაია რჩეულიშვილს ამჯერად 236 177 ლარის მითვისებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები