სოფელ კვალითის ადმინისტრაციულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი, რომელიც მოთუთიებული ლითონის სახურავით განახლდა. ამჟამად კეთილმოწყობის სამუშაოები ადმინისტრაციული დაწესებულების ოთახებს უტარდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 17640 ლარს შეადგენს. ადმინისტრაციული შენობის მოწყობით, სოფლის მოსახლეობა მისთვის საჭირო სერვისის მიღებას კომფორტულ გარემოში შეძლებს. ამასთან ერთად, მრავალი წლის მანძილზე მოუწყობელი სახელმწიფო შენობა ადმინისტრაციული შენობისთვის შესაფერ იერსახეს დაიბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები