საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული ხიზილალის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე აღკვეთილი იქნა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალის შემოტანის ფაქტი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები