ადოლფ ჰიტლერის ტელეფონი 243 ათას დოლარად გაიყიდა

ნაცისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის ტელეფონი აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ვაჭრობა აშშ-ის ქალაქ ჩესაპიკში გაიმართა. მყიდველის ვინაობა უცნობია.
ტელეფონი ბერლინში, ჰიტლერის ბუნკერში 1945 წელს აღმოაჩინეს. მის უკანა მხარეს ჰიტლერის სახელი აწერია და ნაცისტური სიმბოლიკაა აღბეჭდილი.
ტელეფონი საბჭოთა ჯარისკაცებმა იპოვეს და სუვენირად ბრიტანელ გენერალს, რალფ რეინერს გადასცეს. ტელეფონი რეინერის შვილმა გაყიდა.

16837757_10208009263981044_1107326125_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები