სომალიში მომხდარმა ტერაქტმა 34 ადამიანი იმსხვერპლა – არიან დაშავებულები

სომალიში აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. როგორც უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, მსხვერპლი მანქანაში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას მოჰყვა. შედეგად, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.
დაზიანებულია ახლომდებარე შენობებიც. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება ისლამისტური დაჯგუფება ალ-შაბააბის მიერაა ორგანიზებული, თუმცა მომხდარეზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები