პროკურატურა: ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

მთავარი პროკურატურა ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში უწყება ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ადასტურებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

“მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები