პროკურორის მოადგილე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ დეკანოზის საქმეში საუბარი პატრიარქზე იყო

პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში საუბარი პატრიარქზე იყო.
როგორც ვასაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელშიც საუბარია, რომ  მკვლელობის განხორციელების შემთხვევაში, გიორგი მამალაძე იერარქიულ წინსვლას მიიღებდა.
„საუბარია კონკრეტულ საფრთხეებზე, ფარული აუდიო-ვიდეო მასალების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, სახეზე გვაქვს, რომ იგეგმებოდა ადამიანის მკვლელობა. ამისთვის არსებობდა შესაბამისი მოტივი. არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც საუბრებია კონკრეტულ თანამდებობრივ წინსვლაზე, იერარქიულ წინსვლაზე, რასაც ამ მოვლენების განვითარების შემდგომ, მიიღებდა ბრალდებული გიორგი მამალაძე, ამავდროულად საუბარია, რომ პიროვნებას ამ მკვლელობის ჩასადენად სჭირდებოდა ციანიდი.
საუბარი მრავალ თემაზეა, მათ შორის, შესაძლოა ითქვას, პატრიარქზეც, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მე არც დავადასტურებ და არც უარყოფ, რომ ეს პიროვნება იყო პატრიარქი. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ, როცა სათანადო მტკიცებულებებს სრულყოფილად გამოვაქვეყნებთ”, – განაცხადა პროკურორის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები