პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებებს პატრიარქის დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნებს 

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდება, საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებს სრულად გამოაქვეყნებს.
„მისი უწმინდესობა ჩამობრძანდება ორშაბათს საქართველოში, რის შემდეგაც ჩვენ სრულყოფილად გავავრცელებთ ინფორმაციას და გამოვაქვეყნებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას“, – განაცხადა  ვასაძემ ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულია კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და მათი მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. შესაძლოა მრავალი მტკიცებულება წარმოჩინდეს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამა თუ იმ ვერსიის დასადასტურებლად“, – განაცხადა პროკურორის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები