პროკურორის მოადგილე ე.წ. ციანიდის საქმეზე – “ერთი პირის ან რამდენიმე პირის მკვლელობა იეგეგმებოდა”

გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთი პირის ან რამდენიმე პირის მკვლელობა იეგეგმებოდა, მათ შორის იდენტიფიცირებულია ერთი პირი, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, თუმცა ვასაძე აღნიშნული პირის ვინაობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს.
როგორც პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთი პირის ან რამდენიმე პირის მკვლელობა იგეგმებოდა, მათ შორის იდენტიფიცირებულია ერთი პირი და მისი ვინაობა მითითებულია შესაბამის დოკუმენტებში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მის ვინაობაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურის მიერ აცილებულ იქნა ადამიანის მკვლელობა. საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა მამალაძისგან, იქნა აცილებული. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ამ ეტაპზე ვერსიების დასახელება ხელისშემშლელი იქნება გამოძიებისთვის.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამოებულია კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და მათი მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. შესაძლოა მრავალი მტკიცებულება წარმოჩინდეს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამა თუ იმ ვერსიის დასადასტურებლად“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები