თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სომხეთის ენერგოსისტემაში შექმნილი ხარვეზის გამო შეწყდა

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, დღეს, თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდება სომხეთის ენერგოსისტემაში შექმნილი ხარვეზის გამო შეწყდა.
“ენგურჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, საჭირო გახდა სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი. სომხეთის ენერგოსისტემაში შექმნილი ხარვეზის გამო, მათი მხრიდან დღეს, დღის განმავლობაში, რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა სისტემათაშორისი ხაზის გამორთვას, რამაც გამოიწვია ქ. თბილისის ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის რაიონების და ქ. რუსთავის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა”, – აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოცემული პერიოდისთვის, სომხეთის ენერგოსისტემაში არსებული პრობლემა აღმოფხვრილია და შეუფერხებლად ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში.
აღნიშნული შეზღუდვის გამო, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”  მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები