რიმა ბერაძის შუამდგომლობით, ჩუღურეთის რაიონის პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის, რიმა ბერაძის შუამდგომლობით, ჩუღურეთის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქცია საქართველო – ისრაელის ერთობლივ კლინიკაში „ბიდ მედი“ მოეწყო და მასში 150-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება. საკრებულოს წევრმა აქციაში მონაწილეობისთვის  კლინიკის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები