ინდოეთში სახელმწიფო მოხელეებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში ალკოჰოლის მოხმარება აუკრძალეს

ინდოეთის ბიხარის შტატის სახელმწიფო მოხელეებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში ალკოჰოლის მოხმარება აუკრძალეს. ამ წესის დარღვევისთვის მათ სამსახურიდან გათავისუფლება ან ხელფასის შემცირება ემუქრებათ.
გასული წლის აპრილში ინდოეთის ამ შტატში ალკოჰოლის მოხმარებაზე ტოტალური აკრძალვა დაწესდა.
ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვა სახელმწიფო მოხელეებზე იმისდა მიუხედავად ვრცელდება, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით იმყოფება თუ კერძო ვიზიტით.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს შტატის ხელისუფლება ამ აკრძალვის გაკონტროლებას, ჩინოვნიკის საზღვარგარეთ ყოფნის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები