ჩინეთში ქათმის გრიპის ეპიდემია დაფიქსირდა

ჩინეთში ქათმის გრიპის ეპიდემია დაფიქსირდა. „ბი ბი სის“ ცნობით, იანვარში ქვეყანაში ამ დაავადებით 87 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში,  ქვეყანაში ქათმის გრიპის 260 შემთხვევა დაფიქსირდა.
ხელისუფლების განცხადებით, ეს ქათმის გრიპის ყველაზე სერიოზული ეპიდემიაა 2013 წლიდან. ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ფრინველის ხორცის ბაზრობების დახურვა დაიწყო. ფრინველის ხორცზე გაძლიერებული კონტროლია დაწესებული.
დაავადებულთა უმეტესობას ფრინველის ხორცთან კავშირი ჰქონდა. ეს ყველაზე ხშირად ფერმებზე და ბაზრობებზე ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები