ტრამპმა ზოგიერთ ამერიკულ მედიასაშუალებას „აშშ-ის მტრები“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედიასაშუალებები გააკრიტიკა და ზოგიერთ მათგანს შეერთებული შტატების მტრები უწოდა.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კერძოდ ტრამპმა ტვიტერში ასეთებად  ტელეკომპანიები „ენ ბი სი“, „ეი ბი სი“, „სი ბი ესი’ და „სი ენ ენი“ მოიხსენია, ამავე კატეგორიას მიაკუთვნა პრეზიდენტმა გაზეთი  “New York Times” -იც.
ფეიკის გამავრცელებელი მედიასაშუალებები ( “New York Times”, „ენ ბი სი“, „ეი ბი სი“, „სი ბი ესი’ და „სი ენ ენი“) არა ჩემი, არამედ ამერიკელი ხალხის მტრებია რიან“, – წერს ტრამპი.
რამდენიმე დღის წინ, ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის, მაიკლ ფლინის გადადგომის კომენტირებისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მედიასაშუალებები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და “ფეიკებს ” ავრცელებენ.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან მისი ადმინისტრაციის კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარებას ხელს უშლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები