18 თებერვალი
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილისა და “ურბანული ლაბორატორიის” ერთობლივი პროექტისადმი – ,,დედაქალაქის მეტროპოლიტენის ორენოვანი რუკები”” მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის: თავისუფლების #2
14:00
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა – “ქართული იდეა” საპროტესტო აქციას გამართავს, რომელზეც ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას მოსთხოვს.
20:00
გადამღები ჯგუფი მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” მხადასაჭერად, საქველმოქმედო ქორეოგრაფიულ საღამოს გამართავს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კადრები ფილმიდან, ისტორიები ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
მის: დ. აღმაშენებლის გამზ. #61; მოზაიკა-კონგრეს ჰოლი.
საკონტაქტო პირი გივი ხურციძე – 551-177-176