არჩილ გამზარდია პროკურატურაში გამოკითხეს

პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის თემაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თაობაზე პროკურატურაში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გამოკითხეს.
როგორც გამზარდიამ „კვირას“ განუცხადა, ის პროკურორს სოციალურ ქსელში 8 თებერვალს გამოქვეყნებული პოსტის დაწერის მოტივაციაზე გაესაუბრა.
„მოცემულ პოსტში წარმოდგენილია ჩემი მოსაზრება, რომელიც ზოგად ტენდენციებზე დაკვირვებით ჩამოვაყალიბე და არა კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე, ეს მოსაზრებები არამხოლოდ სტატუსში, სხვაგანაც მაქვს გამოხატული“, – განუცხადა „კვირა“ გამზარდიამ.
მისივე თქმით, თუ გამოძიებას მისი დახმარება და თანადგომა კვლავ დასჭირდება, ის ამისთვის მზადაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები