არჩილ გამზარდია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
გამზარდია ამბობს, რომ რაიმე კონკრეტული დეტალი მას გამოძიებისთვის სათქმელი არ აქვს და ის განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში 8 თებერვალს გამოაქვეყნა და რის გამოც იგი დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული, შეეხებოდა ზოგად ანალიზზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებას.
„როგორც წესი, პროკურატურას სჭირდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა იყოს კონკრეტული, კონკრეტული წყაროსგან.. ამგვარ ინფორმაციას მე არ ვფლობ. ჩემი მოსაზრება ეფუძნება საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს და ზოგად გარემოებებს. ამ მხრივ, თუ ჩემი მოსაზრებები ან მისი ანალიზის პროცესი იქნება პროკურატურისთვის საინტერესო, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავეხმარები“, -განაცხადა გამზარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები