სოფო ხორგუანი: თუ გადავალთ საპარლამენტო წყობაზე, უშიშროების საბჭო ფუნქციას დაკარგავს

“ჩვენ ვხედავთ, რომ უშიშროების საბჭო მიბმულია პრეზიდენტის აპარატს, მაგრამ თუ გადავალთ საპარლამენტო წყობაზე, ეს საბჭო ფუნქციას დაკარგავს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი არ გამორიცხავს, რომ შეიქმნას სხვა, ადეკვატური სამსახური.
„თუ გადავალთ საპარლამენტო წყობაზე, უშიშროების საბჭო ფუნქციას დაკარგავს, რადგან ეს საბჭო მიბმულია პრეზიდენტის აპარატზე, ამიტომ საჭიროა, შეიქმნას რაიმე ისეთი სამსახური, რაც ადეკვატური იქნება ქვეყნის მოწყობასთან და რომელსაც რეალური ფუნქციები ექნება“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
უფლებადამცველი სახელმწიფო წყობის გერმანულ მოდელს ემხრობა, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ არის არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები