მამუკა ახვლედიანი ხვალ დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლოში მოწმის სახით ხვალ დაიკითხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შსს-ს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, მამუკა ახვლედიანი ხვალ, 13:00 საათზე დაიკითხება.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე დღეს ნიკა გვარამია დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები