ლაშა ბუღაძე: ბერლინალეზე 5 ქართული ფილმია, ქართველი ჟურნალისტები კი ერთ-ერთი კლინიკის შესასვლელ-გამოსასვლელს ყარაულობენ, რომ იქ მიმსვლელ-მომსვლელი აფერისტები არ გამორჩეთ

ბერლინალეზე 5 ქართული ფილმია, დარბაზებში ნემსს ვერ ჩააგდებ, იმდენი ხალხია, ხოლო ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთი კლინიკის შესასვლელ-გამოსასვლელს ყარაულობენ, რომ იქ მიმსვლელ-მომსვლელი ქართველი აფერისტები არ გამორჩეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე წერს.
“რა უცნაური ხალხი ვართ: ბერლინალეზე 5 ქართული ფილმია, დარბაზებში ნემსს ვერ ჩააგდებ, იმდენი ხალხია, ხოლო ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთი კლინიკის შესასვლელ-გამოსასვლელს ყარაულობენ, რომ იქ მიმსვლელ-მომსვლელი ქართველი აფერისტები არ გამორჩეთ. ბერლინალეს პრეს-კონფერენციებზე (თუნდაც ჩვენ ფილმზე) მარტო უცხოელ ჟურნალისტებს ვხედავ. ქართველი ჟურნალისტებიდან ერთადერთი მარიკა ბაკურაძე დადის, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ხვდება, სინამდვილეში რა არის ახლა და აქ მნიშვნელოვანი”,- წერს ბუღაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები